Wednesday, July 16, 2014

1.პროექტის  სახელი: ჩემი საცხოვრებელი ადგილი.
2პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეები აღწერენ სოფელ ნიგვზიანის ადგილ-მდებარეობას. ადარებენ ერთმანეთს ამ სოფელში შემავალ სხვადასხვა უბნებს. გამოკვეთენ განსხვავებს და მათ თავისებურებებს.
3    პროექტის სრული აღწერა-  ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს და
იწყებენ მის აღწერას.გამოყოფენ მათ  ჩვეულებებს , ტრადიციებს, რწმენის შესწავლისა და გაგების გზებსა და საშუალებებს.განარჩევენ სხვადასხვა უბნის კულტურას და ადარებენ  თავიანთ საცხოვრებელ ადგილისას.  იღებენ სურათებს  , ხატავენ,  იღებენ   ინტერვიუს ამ უბანში მცხოვრები უხუცესი ადამიანებისაგან.  მათგან  ეცნობიან   თავიანთი  საცხოვრებელი  ადგილის  ისტორიას.  ამ  მეთოდით  მათ  უვითარდებათ  კვლევის  უნარ-ჩვევები.  ისინი კარგად  აცნობიერებენ,  რაოდენ  დიდი მნიშვნელობა  აქვს  ადგილობრივ  ისტორიას  აწმყოსათვის.
4  მონაწილეთა  ასაკი-  14, 15, 17.
ვადები-  სასწავლო  წლის  ნებისმიერი  ორი  თვე- აპრილი-მაისი.
5  პროექტის  შესაძლო  აქტივობები  კლასში-  ჯგუფური  მუშაობები  კლასში,  ინტერვიუს  აღება,  კითხვების  საშუალებით  საკითხში  ჩაღრმავება.  მიზნის  დასახვა.  პრობლემის  გადასაჭრელი  გზების  ძიება.
6   მოსალოდნელი  შედეგები-მოსწავლეები  ისწავლიან  ადგილის  ისტორიას,  რესურსების  გამოყენების  მეთოდებს,  იძენენ  კვლევის  უნარ- ჩვევებს.  შეეძლებათ  შექმნან  ნახატების,  სურათების  ალბომი.
7  სარგებელი  სხვებისთვის-  იკვლევენ  და  უზიარებენ  ერთმანეთს  საკუთარი  ადგილის  ისტორიას.შესაძლოა  შექმნან  ჟურნალი.
8   სამუშაო  ენა-ქართული.
9.  საგნებთან,  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი-გეოგრაფია,  ისტორია,ქართული.
მოსწავლეებს  გაუძლიერდებათ  სწავლის  სურვილი  ისწავლიან  ერთმანეთის  მოსმენას.  გაუჩნდებათ  სურვილი  სხვა  პროექტზე  მუშაობისა.  ისწავლიან  მშობლიური  კულტურული  გარემოს  ისტორიისდაფასებასა და  პატივისცემას. 

10 . პროექტის  ხელმძღვანელი-ლია  ვადაჭკორია.

No comments:

Post a Comment