1.პროექტის სახელი: ჩემი საცხოვრებელი ადგილი.
2პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეები აღწერენ სოფელ ნიგვზიანის
ადგილ-მდებარეობას. ადარებენ ერთმანეთს ამ სოფელში შემავალ სხვადასხვა უბნებს. გამოკვეთენ
განსხვავებს და მათ თავისებურებებს.
3 პროექტის
სრული აღწერა- ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს
და
იწყებენ მის აღწერას.გამოყოფენ მათ ჩვეულებებს , ტრადიციებს, რწმენის შესწავლისა და
გაგების გზებსა და საშუალებებს.განარჩევენ სხვადასხვა უბნის კულტურას და ადარებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილისას. იღებენ სურათებს , ხატავენ,
იღებენ ინტერვიუს ამ უბანში მცხოვრები
უხუცესი ადამიანებისაგან. მათგან ეცნობიან
თავიანთი საცხოვრებელი ადგილის
ისტორიას. ამ მეთოდით
მათ უვითარდებათ კვლევის
უნარ-ჩვევები. ისინი კარგად აცნობიერებენ,
რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ისტორიას
აწმყოსათვის.
4 მონაწილეთა ასაკი-
14, 15, 17.
ვადები- სასწავლო წლის ნებისმიერი ორი თვე-
აპრილი-მაისი.
5 პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში- ჯგუფური
მუშაობები კლასში, ინტერვიუს
აღება, კითხვების საშუალებით
საკითხში ჩაღრმავება. მიზნის
დასახვა. პრობლემის გადასაჭრელი
გზების ძიება.
6 მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები ისწავლიან
ადგილის ისტორიას, რესურსების
გამოყენების მეთოდებს, იძენენ
კვლევის უნარ- ჩვევებს. შეეძლებათ
შექმნან ნახატების, სურათების
ალბომი.
7 სარგებელი სხვებისთვის-
იკვლევენ და უზიარებენ
ერთმანეთს საკუთარი ადგილის
ისტორიას.შესაძლოა შექმნან ჟურნალი.
8 სამუშაო ენა-ქართული.
9. საგნებთან, ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი-გეოგრაფია, ისტორია,ქართული.
მოსწავლეებს
გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი
ისწავლიან ერთმანეთის მოსმენას.
გაუჩნდებათ სურვილი სხვა პროექტზე მუშაობისა.
ისწავლიან მშობლიური კულტურული
გარემოს ისტორიისდაფასებასა და პატივისცემას.
10 . პროექტის
ხელმძღვანელი-ლია ვადაჭკორია.